суббота, 7 октября 2017 г.

მე-9 დღე

ტრენინგის მე-9 დღეს ტრადიციულად დავიწყეთ წინა ტრენინგის გამეორებით.შემდეგ,რომ არაფერი გამოგვრჩენოდა დავათვალიერეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო .ამის შემდეგ მოვისმინეთ ტრენინგში მონაწილე მასწავლებელთა პროექტების პრეზენტაცია.პროექტების ავტორებმა ის ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს.გამოვყობ რამოდენიმე პროექტს რომელიც ძალიან მომეწონა.
    ძალიამ მომეწონა ეთერ გოგიაშვილის პროექტი "ოთახის რემონტი".ეს პროექტი საინტერესო იყო იმიტომ, რომ თუ გვეცოდინება ოთახის ფართობი შევძლებთ ზუსტად იმდენი შპალერისა და საღებავის ყიდვას რამდენიც საჭიროა რემონტისათვის.ამით შევძლებთ ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვას.მოვისმინე  თეონა ხვედელიძის პროექტის, "ახალი წლის აღნიშვნა სხვადასხვა ქვეყნებში"პრეზენტაცია.პროექტი საინტერესოა რადგან მოსწავლეები გაეცნობიან სხვა ქვეყნების ტრადიციებსდა შეადარებენ ჩვენსას.მომეწონა ციცინო ტერტერაშვილის პროექტი"ხალხური და თამამედროვე მუსიკა" ეს პროექტიც ვფიქრობ აქტუალურია რადგან ემსახურება გემოვნებიანი მუსიკისადმი ინტერესის ჩამოყალიბებას.
     ტრენინგი შტამბეჭდავი იყო რადგან ვისწავლეთ როგორ დავწეროთ პროექტი.ამ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს მუშაობაში.ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის რომელიც არ იშურებდა ენერგიას და გვეხმარებოდა რომ რაც შეიძლება კარგად  გაგვეგო და გვესწავლა.
      მადლობა ყველას საინტერესო პროექტებისათვის!

воскресенье, 1 октября 2017 г.

მერვე დღე

ტრენინგი დაიწყო წინა ტრენინგის გამეორებით. შემდეგ შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში.დავათვარიელეთ ჩვენი პროექტი და მოვაწესრიგეთ იგი. შევედით ჩვენს საქაღალდეში და დავარქვით სახელი საქაღალდეში მოთავსებულ ყველა მასალას და ბოლოს პროექტი ავტვირთეთ  ბლოგზე. ტრენინგი მართალია იყო შრომატევადი მაგრამ საინტერესო და საჭირო

суббота, 30 сентября 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა თრენინგზე შესწავლილი მასალის გამეორებით. ვისწავლეთ გეგმის შედგენა ყველა მოსწავლის საჭიროებების მიხედვით.კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

воскресенье, 24 сентября 2017 г.

მეექვსე დღე

გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა.გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაციის მომზადებაგანვიხილეთ გეგმები და შევისწავლეთპროცედურების დაწერის ეტაპები.

суббота, 23 сентября 2017 г.

მეხუთე დღე

ტრენინგის მე-5 დღე კვლავ წინა ტრენინგის გამეორებით დავიწყეთ. გავეცანი საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. მოვძებნეთ მასალა პროექტის შესახებ ინტერნეტში და შევავსე შაბლონი . ვისწავლეთ მოსწავლის ბლოგის შექმნა. ბლოგში სურათების ჩასმა. გავეცანით გაჯეტს. ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა.

воскресенье, 17 сентября 2017 г.

ტრენინგის მე-4 დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგზე განხილული მასალის გამეორებით. რაც არ გვახსოვდა კიდევ ერთხელ გავაკეთეთ და გავიხსენეთ.განვიხილეთ პროექტების შეფასების სხვადასხვა მეთოდები. გადავხედეთ პროექტის გეგმებს და განვიხილეთ დროში გაწელილი შეფასების გეგმა.თუ როგორ შეფასდება მოსწავლეები.
ტრენინგის მესამე დღეს გავიმეორეთ დეტალურად ყველაფერი რაც წინა ტრენინგზე გავიარეთ. კერძოთ ბუკლეტების დამზადება.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე დავადგინეთსტანდარტი განვსაზღვრეთ მიზანიდა მიმართულების მიმცემი საკვანზო სიტყვები.